მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: მაღალმთიან დასახლებებში საწარმოებისთვის საგადასახადო შეღავათები ფართოვდება

5de916dec2eca
BM.GE
05.12.19 19:05
1227
"მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათები ფართოვდება, რაც ხელს შეუწყობს წარმოებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის #633 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მნიშვნელობაზე საუბრისას.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანას წაახალისებს.

"აღნიშნული სტატუსის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, მაღალმთიან დასახლებაში წარმოებული პროდუქცია გაიტანონ როგორც ექსპორტზე, ასევე მათი რეალიზაცია მოახდინონ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. ეს ხელს შეუწყობს მაღალმთიან დასახლებებში წარმოების, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და დადებითად აისახება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.