მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწევთ ჰიბრიდულ სამუშაო ძალას მოერგონ“ - საბანკო ასოციაცია

6233041099e23
სალომე ჭიპაშვილი
17.03.22 22:00
1641
„ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწევთ ჰიბრიდულ სამუშაო ძალას მოერგონ“, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომხმარებელთა ჯგუფი, რომელთა ინტერესების გათვალისწინება საბანკო დაწესებულებებს მოუწევს, თანამშრომლები არიან. ბოლო კვლევებით, საფინანსო ინსტიტუტების 70% მუშაობის შერეულ მეთოდზე გადასვლას გეგმავს. ამ გადასვლის დაწყება ადვილია მარტივი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გამართვით. ბოლო ორი წლის განმავლობაში, თანამშრომლები უკვე მიეჩვივნენ Microsoft Teams-ის, Zoom-ისა და Google meet-ის გამოყენებით კოლეგებთან კონტაქტის უზრუნველყოფას. შესაბამისად, კავშირის ამ საშუალებებთან და ძირითად საბანკო სისტემებთან ინტეგრაციით, ფინანსურ ინსტიტუტებს სამუშაო პროცესების ოპტიმიზება და თანამშრომლებთან კავშირის შენარჩუნება ნებისმიერ ადგილას შეეძლებათ“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერმა საბანკო დაწესებულებამ, რომელიც დეცენტრალიზებული საქმიანობისთვის ემზადება, უნდა შეისწავლოს მიმდინარე სამუშაო პროცესები და განსაზღვროს ხელით შესრულებული სამუშაოს მოცულობა, რომლის ჩანაცვლებაც ურისკო ავტომატიზებით და დაკავშირებული ციფრული ხელსაწყოებით შესაძლებელია.

„ეს არის უმარტივესი გზა თანამშრომლების სამომავლო წარმატებისთვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესების შიდა ეფექტიანობის ასამაღლებლად", - განაცხადა „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა.