მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სექტორი არის გამჭვირვალობის მაგალითი და იმედია, ეს გამჭვირვალობა სხვა ბიზნეს სექტორებშიც გადაინაცვლებს -ალექსანდრე ძნელაძე

6490bcc5e223f
ალა ისპირიანი
20.06.23 00:45
488
იმედი მაქვს საბანკო სექტორიდან გამჭვირვალობა სხვა ბიზნეს-სექტორებშიც გადაინაცვლებს და ამ მიმართულებით საფრთხეებზე საუბარს წერტილი დაესმება, - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საბანკო სექტორი გამჭვირვალობის მაგალითია.

„ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად და საბანკო სექტორისთვის ის ღიაობა, რაც დღეს არის და ეს მინდა შენარჩუნდეს. ყოველთვის სიამაყით ვამბობ რომ საბანკო სექტორი დღეს არის გამჭვირვალობის მაგალითი. ამ სექტორმა გამჭვირვალედ დაუწყო და დღესაც ყველაზე გამჭვირვალეა.

დიდი იმედი მაქვს ეს გამჭვირვალობა გადაინაცვლებს სხვა ბიზნეს სექტორებშიც და არავისთვის ეს პრობლემური საკითხი არ გახდება. დიდი იმედი მაქვს ამ მიმართულებით საფრთხეებზე საუბარს დაესმება წერტილი“, - განაცხადა მან.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები