მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მესამე მსხვილი ბანკის გაჩენას კონკურენციაზე დადებითი გავლენა ექნება - საბანკო ასოციაცია

ბაზისბანკი

საბანკო სექტორში მესამე მსხვილი ბანკის გაჩენას კონკურენციაზე დადებითი გავლენა ექნება, თუმცა მეორე მხრივ, ეს სექტორში კონცენტრაციას გაზრდის - ასე აფასებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთის” შეძენის შესაძლო საკითხს.

როგორც “საქმის კურსის” ეთერში ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, საბანკო სექტორში კონკურენცია ახლაც მაღალ დონეზეა, თუმცა მესამე მსხვილი ბანკისა გაჩენას ამ მიმართულებით დადებითი შედეგი ექნება.

“აღნიშნულ ინტერესთან და მოლაპარაკებასთან მიმართებაში საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი. “ლიბერთი ბანკის” აქციონერმა კვლავინდებურად დაადასტურა ეს ფაქტი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს განზრახულობა შედგება, რადგან ორივე მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის ინტერესი არის. რაც შეეხება მესამე მსხვილ ბანკს, ეს [საბანკო სექტორში] კონცენტრაციას ნამდვილად ვერ შეამცირებს, კიდევ უფრო გაზრდის კონცენტრაციას. იმიტომ, რომ [უკვე] სამი მსხვილი ბანკი გვეყოლება.

[სექტორში] კონკურენცია კვლავინდებურად არსებობს, მესამე მსხვილი ბანკის საკითხთან დაკავშირებით მოკლე კომენტარს ვერ გავაკეთებ. [თუმცა] მას ექნება მნიშვნელოვანი დადებითი რეაგირება, მათ შორის კონკურენციის ნაწილზე, ასევე შესაძლებელია ვისაუბროთ კონცენტრაციის ზრდასთან მიმართებაში, იმიტომ, რომ სამ მსხვილ ბანკზე უკვე საკმაოდ მაღალი კონცენტრაცია იქნება.

უკანასკნელ პერიოდში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ საქართველოს საფინანსო სექტორში კონკურენცია კვლავინდებურად საკმაოდ მაღალია, რაც მათ შორის, [განპირობებულია] ორი ახალი მიკრობანკის შემოერთებით წლევანდელ წელს და წინა პერიოდში სამი ციფრული ბანკის შემოერთებით. ამიტომ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ კონკურენციის ნაწილში რაიმე სახით დღეს მაღალი რისკი გვაქვს. თუმცა მივესალმებით, თუ ეს გარიგება [ბაზისბანკი-ლიბერთი] შედგება. ამ საკითხზე დღეის მდგომარეობით ნამდვილად არ გვაქვს სხვა სახის რაიმე ინფორმაცია, არის დადასტურებული ინფორმაცია, რომ არსებობს მოლაპარაკება და ეს მოლაპარაკება მიმდინარე რეჟიმშია კვლავინდებურად”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, "ლიბერთის" მფლობელმა ირაკლი რუხაძემ დაადასტურა, რომ“ბაზისბანკს“ „ლიბერთი ბანკს“ ყიდვის ინტერესი აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები