მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური შეღავათის მოთხოვნით თსუ-ს 2 800-ზე მეტმა სტუდენტმა მიმართა

5fe0d986d9543
ანუკა ჯოხაძე
21.12.20 23:15
787
ფინანსური შეღავათის მოთხოვნით თსუ-ს 2800-ზე მეტმა სტუდენტმა მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის ივანე ჯავახიშვილის სახელწმიფო უნივერსიტეტმა მიაწოდა. როგორც უნივერსიტეტში ამბობენ, რაიმე სახის სოციალური პრობლემის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტს შეუძლია წერილობით მიმართოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და ინდივიდუალურად შეათანხმოს სასწავლო სემესტრის დასრულებამდე საფასურის გადახდის გრაფიკი.

ამასთან, მათივე ინფორმაციით უნივერსიტეტის ბიუჯეტში 600 000 ლარია გამოყოფილი სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით, რომლითაც შესაბამისი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები სარგებლობენ.

კითხვაზე გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით რა რაოდენობის სტუდენტს შეუჩერდა სტატუსი, უნივერსიტეტში გვპასუხობენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტატუსი 1348 სტუდენტს შეუჩერდა, მათ შორის 32 უცხოეთის მოქალაქეს.

ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტატუსი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე 1808 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული, მათ შორის 64 უცხოეთის მოქალაქეს.