სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს ულოცავს და სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე მისალოც განცხადებას აქვეყნებს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს ვულოცავ უკლებლივ ყველას, განსაკუთრებით თსუ-ს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს, ლექტორებს, მომავალ სტუდენტებს. 105 წელი ღირსშესანიშნავი თარიღია, რომელიც ბევრ ისტორიულ და საქართველოსთვის მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს.
1918 წლიდან სწორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც პირველმა ეროვნულმა უნივერსიტეტმა ჩაუყარა საფუძველი მაღალი სტანდარტების განათლების მიღებას საქართველოში.
ათეული წლებია, რაც ჩემი საქმიანობა უწყვეტად არის დაკავშირებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თსუ-ში მივიღე განათლება და დღემდე ვაგრძელებ პედაგოგიურ საქმიანობას. მინდა, ყველა ჩემს სტუდენტს გამორჩეულად მივულოცო დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, როდესაც განათლების მიღება სწორად თსუ-ში გადაწყვიტეს.
1918 წლიდან ამ დღეს აღინიშნება დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. თსუ-ს იუბილესთან ერთად, გილოცავთ დავითობას!“, - ნათქვამია ნარმანიას მისალოც განცხადებაში.