მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანია ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროსა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

6492fd9d4cda2
BM.GE
21.06.23 17:36
446
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ინგა ზილიენეს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიცირებისა და ენერგეტიკის რეგულირების საკითხები.

დავით ნარმანიამ შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, განახლებადი ენერგიების პოტენციალსა და ხელშემწყობ საინვესტიციო მექანიზმებზე, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი კომისიის როლზე ენერგეტიკის სექტორის ეფექტიან რეგულირებაში.

ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ლიეტუვის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან, სადაც მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები