მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, კომუნალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას, გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სხვა ძირითად საკითხებს მოიცავს სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელსაც სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია დღეს, 12 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში წარადგენს.
სემეკის თავმჯდომარე ყურადღებას გაამახვილებს სემეკის რეგულირებას დაქვემდებარებული დარგების – ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე პროცესებზე მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიმართულებებით.
დავით ნარმანია ასევე მიმოიხილავს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგანმანათლებლო აქტივობებს.
სემეკი შეიქნა 1997 წელს. არეგულირებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებს. რეგულირების ფარგლებში განსაზღვრავს სატარიფო პოლიტიკას, იცავს მომხმარებელთა უფლებებს.