მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ მცირდება ელექტროენერგიაზე ტარიფი გამყარებული ლარის პირობებში?

646dc88eb6c73
მარიამ ვარადაშვილი
24.05.23 13:31
783
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ 2020 წელს, როცა ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებისთვის ტარიფები განისაზღვრა, მაშინ კომისიამ იმაზე დაბალი ტარიფი დაადგინა, ვიდრე ამას კომპანიები ითხოვდნენ.

როგორც მან BMGTV-ის ეთერში თქვა, ახლა ლარის კურსი დოლართან მიმართებით მყარია, თუმცა კომისიამ ტარიფი რომ შეცვალოს, წლის ბოლოს ზრდის მიმართულებით ცვლილება მაინც მოუწევს.

“2020 წელს ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს ტარიფების ზრდის მიმართულებით, კიდევ უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა მათ შეთავაზებას კომისია არ დაეთანხმა. მათი მოთხოვნა რომ გაგვეთვალისწინებინა კიდევ დაახლოებით ორი თეთრით გაიზრდებოდა ელექტროენერგიის ტარიფი, თუმცა როგორც გითხარით კომისიამ კარგად “გაწურა” კომპანიების ხარჯები.

ამის შემდგომ ლარის კურსი კიდევ უფრო იზრდებოდა და ლარი დოლართან მიმართებით 3.40 თეთრსაც გადასცდა, თუმცა შემდგომ დაღმასვლა დაიწყო. ახლა ნამდვილად არის გარკვეული “პლიუსები” დარჩენილი და მათ ეს ბანკის ანგარიშშზე უდევთ, შესაბამისი სარგებელი ერიცხებათ და ეს სარგებელიც ტარიფისთვის შვებაა. მარეგულირებელმა კომისიამ ახლა ტარიფი რომ შეამციროს და კურსი გაუარესდეს, დეკემბრის ბოლოს ელექტროენერგიაზე ტარიფი ისევ გასაზრდელი გვექნება. აქედან გამომდინარე, კომისია ამ ნაბიჯის გადადგმას ერიდება. ერთის მხრივ სარგებელი, რომელიც მათ ერიცხებათ ბანკში მას კარგად ვიყენებთ ტარიფის ტვირთის შესამსუბუქებლად და თუ ლარის კურსი კიდევ დაბლა წამოვა, ოდესღაც ამ ტარიფებს გადავხედავთ და ეს "ოდესღაც" დიდი ხანი არ იქნება",-ამბობს ნარმანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები