მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“GWP-ის მეტი ინვესტიციის განხორციელებას მოვთხოვთ, მაგრამ ეს ტარიფში აისახება”- ნარმანია

63e4f3c132cac
ანუკა ჯოხაძე
09.02.23 23:55
808
წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების გამო, "სემეკი" GWP-ს მომავალი წლიდან მეტი ინვესტიციის განხორციელებას მოსთხოვს, თუმცა როგორც "სემეკის" თავმჯდომარე BM.GE-თან ამბობს, ეს აუცილებლად ტარიფში აისახება.

დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ "სემეკისთვის" ქსელში არსებული პრობლემები ცნობილია, შესაბამისად, ამ მიმართულებით კომპანიასთან კომუნიკაცია მიმდინარეობს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ კომპანიას მომდევნო წლის საინვესტიციო გეგმის წარდგენა მოეთხოვა.

“კომპანიას მოვთხოვეთ ყველაზე პრობლემური უბნების სია, სადაც უნდა იყოს ძირითადად ინვესტიციები მიმართული, რათა მოწესრიგდეს ქსელი და მნიშვნელოვნად შემცირდეს ავარიების რაოდენობა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა პერიოდის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ინვესტიცია ქსელში არ გაკეთებულა პრობლემები დაგროვდა.

3 წლის წინ GWP-ის საინვესტიციო გეგმა შევითანხმეთ და დავუმტკიცეთ პროექტები, თუმცა ეს არასაკმარისია. ამიტომ GWP-ს ახალი ინვესტორისგან ველოდებით უფრო დიდ საინვესტიციო პაკეტს, რათა აღნიშნული პრობლემები უფრო სწრაფად მოგვარდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვთხოვთ უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებას, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად აისახება ტარიფში,”-ამბობს “სემეკის” თავმჯდომარე დავით ნარმანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები