მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში გაზის და წყლის მასშტაბურ გათიშვებზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს - დავით ნარმანია

ნარმანია

თბილისში წყლისა და გაზის მასშტაბური გათიშვის მიზეზებს შსს ისევ სწავლობს - ამის შესახებ “საქმის კურსთან” ინტერვიუში სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს. მისი თქმით, საბოლოო პასუხი მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით მარეგულირებელ ორგანოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან არ მიუღია.

დავით ნარმანიას თქმითვე, სემეკმა თავისი მანდატის ფარგლებში ამ ფაქტებზე კონკრეტული ღონისძიებები გაატარა.

“ორივე საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება ჩვენთვის არსებული ინფორმაციით და ეს პროცესი დასრულებული არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაიმე საბოლოო პასუხი გამოძიებიდან არ მიგვიღია, თუმცა, როგორც კი იქნება დასრულებული, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია იქნება საჯარო. მანამდე, ჩვენ როგორც მარეგულირებელმა, ორივე კომპანიის შემთხვევაში ჩვენი მანდატის შესაბამისად ვიმოქმედეთ - ამოვიღეთ შესაბამისი ინფორმაციები, მივაწოდეთ საგამოძიებო ორგანოებს და დაველოდებით მათი მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას”,- ამბობს დავით ნარმანია.

შეგახსენებთ, რომ 2025 9 თებერვალს ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ "მესამე პირის" მიერ დაზიანდა, რის გამოც გაზმომარაგების გარეშე ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის 150 000-მდე აბონენტი დარჩა.

მცხეთაში, სოფელ წიწამურთან, GWP-ის მაგისტრალური წყალსადენი 2024 წლის 16 ივნისს დაზიანდა, რის გამოც წყლის მიწოდება თბილისისა და მცხეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეუწყდა. ერთი კვირის განმავლობაში 60 000-მდე მომხმარებელს წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა. წყალმომარაგება სრულად 24 ივნისს აღდგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები