მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წიწამურის ინციდენტის გამო შეზღუდული წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღდგება - GWP

წყალი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" იმ აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება სოფელ წიწამურთან მომხდარი ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღუდგება, - ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

მათი ცნობით, მაგისტრალური მილის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია, მიმდინარეობს ქსელის რეცხვა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენ სამუშაოებს 17 ივნისიდან 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. სამუშაოების შედეგად დამუშავდა და დატერასდა მეწყრული ფერდი, იდენტიფიცირდა დაზიანებული მონაკვეთების კოორდინატები და განისაზღვრა დაზიანების ხარისხი. მაგისტრალური მილის დიაგნოსტირების დასრულების შემდეგ მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა მილსადენის შესაბამისი მონაკვეთები, ჩატარდა დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები და თითოეული ახალი გადაბმის წერტილის შედუღების ხარისხის ექსპერტიზა.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის იმ აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება სოფელ წიწამურთან მომხდარი ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღუდგება", - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები