მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინტექმიმართულების გასაძლიერებლად, "ევროკრედიტსა" და "ვოლიფეის" შორის მემორანდუმი გაფორმდა (R)

60b0d233ba73d
BM.GE
28.05.21 16:07
795
თანამედროვე სამყაროში, ფინანსებთან მარტივი და ოპერატიული ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ამ ინდუსტრიაში მოასპარეზე კომპანიებისთვის. ფინანსურ სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება ბევრად უფრო გამჭვირვალეს, მოქნილს და კომფორტულს ხდის ოპერაციებს, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ფინანსური ინსტიტუტებისთვის.

"ევროკრედიტმა" გადაწყვიტა, გაუსწროს მოვლენებს და მზად დახვდეს ყველა იმ გამოწვევას, რის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ფინანსური სექტორი, სულ რამდენიმე წელში. ამისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება "ვოლიფეისთან", რომელიც საერთაშორისო ფინტექკომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა.

„ტექნოლოგიებმა საგრძნობლად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ. დღეს წარმოუდგენელია, ჩვენი არსებობა ინტერნეტის, სმარტფონის გარეშე, იგივე ხდება საფინანსო სექტორშიც. ტექნოლოგიების დანერგვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროცესების გასამარტივებლად და რესურსების უფრო ეფექტურად გამოსაყენებლად. ამის კარგი მაგალითია „ვოლიფეისთან“ თანამშრომლობა. „ვოლიფეი“ ფინტეკკომპანიაა და სხვადასხვა სახის დისტანციურ, გამარტივებულ ფინანსურ სერვისებს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს. 2021 წლის იანვრიდან „ვოლიფეისთან“ ერთად პირველად დავნერგეთ საქართველოში დისტანციურად ავტოსესხის აღების შესაძლებლობა და ახლა კი ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა უფრო მასშტაბურ ფაზაში გადავიდა. თუ მომხმარებელს როდესმე ჰქონია ჩვენთან სესხი ან აქტიურ სესხზე ლიმიტის გაზრდა სურს და ამასთან „ვოლიფეის“ ბარათის მფლობელია, თანხის მიღება სულ რამდენიმე წუთში, მობილური აპლიკაციის საშუალებით შეუძლია, სულ მალე კი ევროკრედიტის მომხარებელს, ვოლიფეის აპლიკაციის დახმარებით ონლაინიდენტიფიკაციის გავლა შეეძლება. სესხის დისტანციურად მიღების შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკრედიტის მიდგომას ჩვენი მომხმარებლის მიმართ, რომ ჩვენთან არ არსებობს ბარეირები. ავტოსესხის დისტანციურად აღების სერვისი, რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი და „ვოლიფეის“ თანამშრომლობის ზედა ზღვარი, პირიქით ეს არის კარგი დასაწყისი იმ უდიდესი შესაძლებლობების განხორციელების, რომელსაც ჩვენი პარტნიორობა განაპირობებს“, - განაცხადა "ევროკრედიტის"  აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ნონიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას, არა მხოლოდ ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, არამედ ამ სფეროში ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები