მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროკრედიტი“ ქსელს აფართოებს - კომპანიის განვითარების გეგმა

06.02.24 09:52
352

"ევროკრედიტი" ქსელს აფართოებს და თებერვლიდან მომხმარებელს 13 ფილიალით ემსახურება. ამის შესახებ კომპანიის საოპერაციო დირექტორმა, სალომე გიორგბერიძემ BMGTV-ს გადაცემასაქმიან დილაშისამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

დღემდე "ევროკრედიტი" 11 ფილიალს მოიცავდა, თუმცა მიმდინარე წელს, ერთი ფილიალი თბილისში და ერთიც რეგიონში (ზესტაფონში) დაემატა.

მიმდინარე წელს ბევრ სიახლეს ვგეგმავთ. 2024 წლის გეგმების მნიშვნელოვან ნაწილს, მომხმარებლებში ფიზიკურ ადგილებში ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. შესაბამისად, წელს, პირველ კვარტალში კიდევ რამდენიმე ახალი ფილიალის დამატებას ვაპირებთ. გარდა ფილიალების დამატებისა, ასევე განვითარება ფინტექის მიმართულებითაც მიმდინარეობს, რომ ციფრულადაც ხელმისაწვდომნი ვიყოთ მომხმარებლებისთვის“, - აცხადებს სალომე გიორგბერიძე.

"ევროკრედიტის" საოპერაციო დირექტორის შეფასებით, 2023 წელი კომპანიისთვის წარმატებული აღმოჩნდა, რადგან კომპანია გაიზარდა და ახალი მომხმარებლები შეიძინა. ამასთან, გასული წლის დეკემბერში, ევროკრედიტმა ბაზარს 10 მლნ დოლარის ღირებულების ობლიგაციები შესთავაზა. ეს მნიშვნელოვანი საფეხურია არამხოლოდ ფინანსური სტაბილურობის კუთხით, არამედ ოპერაციული თვალსაზრისითაც;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები