მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომში "ევროკრედიტის" ახალი ფილიალი გაიხსნა

ევროკრედიტი
04.09.26 13:46
195

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევროკრედიტის" ბორჯომის ფილიალი მომხმარებლებს უკვე ახალ ლოკაციაზე მოემსახურება. ახალი ფილიალი შოთა რუსთაველის ქუჩის N14-ში გაიხსნა.

განახლებულ და კომფორტულ სივრცეში მისულ ადგილობრივ მცხოვრებლებსა და რეგიონის სტუმრებს კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტებით - როგორც ავტოსესხით, ასევე ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხით სარგებლობა სწრაფად, მოქნილი და გამარტივებული პირობებით შეეძლებათ.

ამასთანავე, "ევროკრედიტის" პორტფელში არსებული სხვა ფინანსური პროდუქტების მიღება მომხმარებლებისთვის კვლავ სრულად და შეუფერხებლად არის ხელმისაწვდომი ონლაინ, ციფრული არხების მეშვეობით.

როგორც "ევროკრედიტში" აღნიშნავენ, რეგიონული ქსელის განვითარება და გაძლიერება კომპანიის ბიზნესსტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. თანამედროვე ციფრული სერვისების აქტიური დანერგვის პარალელურად, ორგანიზაციისთვის უცვლელ პრიორიტეტად მომხმარებლებთან პირისპირ, უშუალო კომუნიკაცია და მათთვის კომფორტული ფიზიკური სივრცეების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა რჩება.

"ევროკრედიტი" საერთაშორისო ჰოლდინგ Zuk Group-ის წევრია, რომელიც წარმატებით ახორციელებს ბიზნესსაქმიანობას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, რუმინეთი და უკრაინა. Zuk Group-მა საქართველოში ოპერირება 2011 წელს დაიწყო.

დღეისათვის კომპანია საქართველოს მასშტაბით უკვე 30 სერვისცენტრს აერთიანებს და გეოგრაფიული არეალის გაფართოებას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები