მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევროკრედიტი" საქართველოს რეგიონებში წარმომადგენლობის გაფართოებას განაგრძობს.
კომპანიის ახალი სერვისცენტრი ამჯერად ქარელში გაიხსნა, რაც შიდა ქართლის მოსახლეობისთვის საფინანსო მომსახურებაზე წვდომას კიდევ უფრო მარტივსა და მოსახერხებელს გახდის.
ფილიალი, რომელიც ი. ჭავჭავაძის N 10 გ-ში მდებარეობს, ადგილობრივ მცხოვრებლებს თანამედროვე და მაღალი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. ახალ სერვისცენტრში მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, ადგილზევე მიიღონ მაღალი კვალიფიკაციის კონსულტაცია, შეარჩიონ მათ საჭიროებებზე იდეალურად მორგებული ფინანსური პროდუქტები და ისარგებლონ სესხის გაცემის სწრაფი, გამარტივებული პროცედურით.
რეგიონული ქსელის ზრდა "ევროკრედიტის" ბიზნესსტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ონლაინ და ციფრული სერვისების აქტიური დანერგვის პარალელურად, ორგანიზაციისთვის პრიორიტეტად მომხმარებლებთან პირისპირ კომუნიკაცია და მათთვის ფიზიკური სივრცეების ხელმისაწვდომობა რჩება.
შეგახსენებთ, რომ "ევროკრედიტი" საერთაშორისო ჰოლდინგ Zuk Group-ის წევრია, რომელიც წარმატებით საქმიანობს აშშ-ის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. დღეისთვის კომპანია საქართველოში 29 სერვისცენტრს აერთიანებს და გეოგრაფიული არეალის გაფართოებას მომავალშიც განაგრძობს.
ფილიალების დეტალური ჩამონათვალი და მისამართები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://eurocredit.ge/contact



























