მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

60276284684af
თელარა გელანტია
13.02.21 09:15
941
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად "BB" დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა. 

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი მხარდაჭერილია “BB” კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი მართველობის ხარისხით და ბიზნეს გარემოთი. სახელმწიფოში გატარებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკა, უზრუნველყოფს ქვეყანის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ. სახელმწიფოში გატარებული თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკა უზრუნველყოფს ქვეყანის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ.

სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3%-ით, ხოლო 2022 წელს 5.8%-ით გაიზრდება. Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება.

სარეიტინგო კომპანია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სანდო პოლიტიკის გატარებით წარმატებით ახდენს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც წინა შოკების პერიოდში, ასევე მიმდინარე გლობალური პანდემიის დროს. ეკონომიკის აღდგენა და მთავრობის მიერ გაცხადებული ვალდებულება - უზრუნველყოს 2024 წლისთვის მშპ-ს 3.0%-ზე ნაკლები დეფიციტის მიღწევა, ხელს შეუწყობს საშუალოვადიან პერიოდში ვალის დონის შემცირებას.

Fitch-ი ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიმართ დონორების მიერ გამოცხადებული მნიშვნელოვანი ნდობასა და მხარდაჭერაზე.

პანდემიის პერიოდში, მთავრობის გონივრული ფისკალური პოლიტიკა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აქტიური ჩართულობა მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, სარეიტინგო კომპანიას უმყარებს რწმენას, რომ პანდემიის შემდეგ მოხდება ფისკალური კონსოლიდაცია.

ქვეყნის მმართველობის და ბიზნესის კეთების სიმარტივე აღემატება „BB“ კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებლებს.

ამასთან, Fitch უახლეს ანგარიშში 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებსაც ეხმაურება. სარეიტინგო სააგენტო წერს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილების საფუძველს ვერ ხედავს.

“ქართული ოცნების” ხელახალი არჩევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გვიქმნის მოლოდინს, რომ მომავალშიც არსებული ეკონომიკური პოლიტიკა შენარჩუნდება და მიუხედავად მაღალი პოლიტიკური დაძაბულობისა, რაც ძირითადი ოპოზიციური პარტიების მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტში მდგომარეობს, ვერ ვხედავთ იმის საფუძველს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება განხორციელდეს. საქართველოს მმართველობითი და ბიზნესის კეთების თვალსაზრისით “BB” შეფასების მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი შედეგები აქვს. ამასთან, საქართველოში IMF-ის მიმდინარე პროგრამა პოზიტიური რეფორმების დღის წესრიგს ქმნის. ჩვენი შეფასებით, აპრილში საქართველოსა და IMF-ს შორის EFF-ის (Extended Fund Facility) თაობაზე მორიგი შეთანხმება გაფორმდება“, - წერია ანგარიშში.