მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოს დასაწყისში ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა 151%-ით გაიზარდა - TBC Capital

6118b1b38ee12
ვიქტორია მღებრიშვილი
15.08.21 12:15
1016
„თიბისი კაპიტალის“ ეკონომიკის ყოველკვირეული აღდგენის დინამიკის მიხედვით, 1-9 აგვისტოს პერიოდში ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობამ 2019 წლის დონეს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, პანდემიამდე წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თიბისის არხების საშუალებით გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა 151%-ით გაიზარდა.

ამავე დროს, „თიბისი კაპიტალში“ აცხადებენ, რომ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციებში 2019 წელთან შედარებით ძლიერი 24%-იანი ზრდა შეინიშნებოდა.

„გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ასეთი ზრდა შესაძლოა საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციებისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სექტორებში ხარჯვის ზრდაზე მიანიშნებდეს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.