10.აგვისტო .2020 16:37

ფონდმა „ქართუმ“ ჯანდაცვის სამინისტროს 4 მლნ ცალი პირბადე გადასცა

views 560
უკან

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართული კომპანია სამედიცინო პირბადეების წარმოებას აგრძელებს. ადგილობრივი წარმოების ოთხი მილიონი სამედიცინო პირბადე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდმა „ქართუმ“ შეიძინა და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.

პირბადეები ქართულმა კომპანიამ შეკერა. ეს არის უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები , რომელიც სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.​

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა