ესპანეთი ევროკავშირში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც პოპულარული ბლოგერების მიერ, სოციალურ ქსელებში, კრიპტოვალუტების და სხვა ციფრული აქტივების რეკლამას ლეგალურად შეზღუდავს. ასეთი რეკლამისთვის, ავტორებს 300 000 ევრომდე ჯარიმა ემუქრება. ქვეყნის ხელისუფლება თვლის, რომ რეკლამას შეუძლია ზიანი მიაყენოს გამოუცდელ ინვესტორებს, რომლებსაც არ ესმით ტექნოლოგია და არ იციან მასთან დაკავშირებული რისკები. ამის შესახებ ინფორმაციას, Forbes ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, რეგულირების უფლებამოსილება, ესპანეთის საფონდო ბირჟის ეროვნულ კომისიას გადაეცა.
სარეკლამო შეზღუდვები ძალაში ერთ თვეში შევა. ბლოგერებსა და მათ სპონსორებს კი, მოეთხოვებათ ხელისუფლებას პოსტების შესახებ სულ მცირე 10 დღით ადრე შეატყობინონ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი აუდიტორია ესპანეთში 100 000 მომხმარებელს აღემატება.
ამასთან, პოსტის ავტორებს მოეთხოვებათ ასევე გამოაქვეყნონ „მკაფიო, დაბალანსებული, ნეიტრალური მასალა კრიპტოვალუტების რისკების შესახებ. სარეკლამო კამპანიამ და კრიპტო-აქტივების ღირებულების ზრდამ, ხელი შეუწყო მათი მიმზიდველობის ზრდას, ამიტომ ესპანური მედია წერს, რომ ამ ფაქტმა შეიძლება შთააგონოს ცალკეული ინვესტორები, ჩადონ ფული აქტივებში, მათი ბუნებისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ საკმარისი ინფორმაციის გარეშე. ხელისუფლება მოელის, რომ რეგულაცია „გარკვეულ წესრიგს“ მოიტანს კრიპტოვალუტების პოპულარიზაციაში - არა მხოლოდ ტრადიციული მედიის, არამედ ბლოგერების მეშვეობითაც. ევროკავშირის დონეზე შემოთავაზებული კანონმდებლობა ჯერ არ არის ჰარმონიზებული და ქვეყნები მაინც საკუთარ გადაწყვეტილებებს ეროვნულ დონეზე იღებენ. მაგალითად, საფრანგეთმა 2021 წელს კრიპტოვალუტების ონლაინ რეკლამის შემოწმების უფლება ფინანსთა სამინისტროს კონტროლის ქვეშ მყოფ სერვისს მიანიჭა.
ინფორმაციისთვის, სოციალურმა ქსელმა ტიკ-ტოკმა კრიპტოვალუტების რეკლამა ჯერ კიდევ გასულ წელს აკრძალა. კრიპტოვალუტებთან ერთად პლატფორმამ ნებისმიერი სახის ფინანსური და საინვესტიციო პროდუქტების რეკლამაც აკრძალა და თანაც კონტენტის ავტორის ადგილმდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შეზღუდვა ეხება მსოფლიოს ყველა ქვეყანას. გარდა ამისა, 2018 წელს ყველა სახის ფინანსური ინსტრუმენტის რეკლამირება, რომლითაც მომხმარებლებს ფინანსური ზარალის მიღება შეეძლო, Google-მაც აკრძალა, მათ შორის ჩამონათვალში კრიპტოვალუტებიც მოხვდა, თუმცა მოგვიანებით კომოანიამ აშშ-ის მომხმარებლებისთვის აკრძალვა მოხსნა და კრიპტობირჟებისა და საფულეების რეკლამა კვლავ დაუშვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას