Meta-ს გადაწყვეტილებით მათ სოციალურ პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე ყოველთვიური გამოწერის ღირებულება 9.99 ევროდან 5.99 ევრომდე შემცირდება. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ეს გადაწყვეტილება კრიტიკის გამო მიიღო, რომელიც კონფიდენციალურობის და კონკურენტუნარიანობის რეგულაციებს შეეხება.
Meta-მ სოციალურ ქსელებზე ურეკლამო წვდომისთვის ყოველთვიური გადასახადი გასული წლის ნოემბერში შემოიღო და კრიტიკოსთა შეფასებაც მალევე დაიმსახურა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ Meta-ს მომხმარებელს კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადახდა უწევთ.
Meta-მ გამოწერის სერვისი ევროკავშირის “ციფრული ბაზრის აქტის” გამო შეიმუშავა, რადგან რეგულაცია კომპანიას მომხმარებლებისთვის პერსონალიზებული რეკლამების მიწოდებას უზღუდავს, რაც Facebook-ისა და Instagram-იდან შემოსავლის მთავარი წყარო იყო. Meta-ს განცხადებით, გადახდის ახალი მოდელი უზრუნველყოფდა ბალანსის დაცვას EU-ს უსაფრთხოების წესებსა და ციფრული ბაზრის აქტს შორის.
როგორც Meta-ს იურისტმა, ტიმ ლამმა ევროპული კომისიის მოსმენაზე განაცხადა, კომპანიამ გადასახადების მოდელი სტაბილურობის შენარჩუნებისთვის შეიმუშავა, შედეგი კი იძლევა საშუალებას, რომ ყოველთვიური გადასახადი 4 ევროთი შემცირდეს. მისი თქმით, შეთავაზება ხარისხიან სერვისს გონიერ ფასსაც ადებს.
ცნობისთვის, Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებისთვის, რომლებიც ყოველთვიური გამოწერით არ სარგებლობენ, Meta უფასო სერვისს სარეკლამო შემოსავლით უზრუნველყოფს.