მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს

tiktok

ევროკომისია 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებსა და ვიდეოგაზიარების პლატფორმებზე წვდომის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის. როგორც ირკვევა, ახალი საკანონმდებლო პაკეტი, სახელწოდებით EU KIDS Act-ი, ევროპულმა კომისიამ უახლოეს დღეებში უნდა წარადგინოს, რაც მოზარდების ციფრული უსაფრთხოებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისკენ გადადგმული მასშტაბური ნაბიჯია.

ახალი რეგულაციით იქმნება დაყოფილი სისტემა, რომელიც სოციალური პლატფორმებით სარგებლობას მომხმარებლის ასაკისა და მშობელთა მეთვალყურეობის მიხედვით დაარეგულირებს. 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ანგარიშის გახსნა მხოლოდ მშობლებს ან მეურვეებს შეეძლებათ, ხოლო სერვისები უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებს დაქვემდებარება. 13-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის გათვალისწინებულია სპეციალური, საწყისი დონის ანგარიშები, რომლებზეც უცნობ პირებთან კომუნიკაციისა და ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტები დაწესდება. დამოუკიდებელი ანგარიშის მართვის უფლებას მოზარდები მხოლოდ 15 წლის ასაკიდან მიიღებენ.

ახალი ინიციატივა გავრცელდება სოციალურ ქსელებზე, ვიდეოგაზიარების პლატფორმებზე, ონლაინ თამაშებსა და ხელოვნური ინტელექტის ჩეთბოტებზე, თუმცა წესები არ შეეხება საგანმანათლებლო ციფრულ ინსტრუმენტებს. პროექტის მიხედვით, მაღალი რისკის შემცველ პლატფორმებს ასაკის ვერიფიკაციის საიმედო ტექნოლოგიების დანერგვა დაევალებათ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჯანდაცვის ექსპერტების, პოლიტიკოსებისა და მშობლების ხანგრძლივი პროტესტი, რაც TikTok-ის, Instagram-ისა და სხვა პლატფორმების მოზარდთა ფსიქიკაზე მავნე ზეგავლენას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები