7 თებერვალს, Forbes Georgia-ის ყოველწლიური დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ცერემონია Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გაიმართა და ის “ფორბსის” მთავარ რედაქტორს, გიორგი ისაკაძეს მიჰყავდა. დაჯილდოებამდე თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, “საქართველოს სინფონიეტას”, აკაპელა ჯაზ-ანსამბლ The Georgian Six-ის სოლისტის ქეთევან ქართველიშვილის და საოპერო მომღერლის მიხეილ აბრამიშვილის წარმოდგენა შედგა.
ღონისძიების დასაწყისში Forbes Georgia-ის 2019 წლის 30 Under 30-ის სიის წარდგენა მოხდა. ასევე დაანონსდა ფორბსის 30-წლამდელთა ლიდერების სამიტის ჩატარება.
“ფორბსმა” Forbes Woman-ის ჯილდოს გადაცემის უფლება Forbes Woman Georgia-ის გუნდს გადაულოცა და სცენაზე ქეთა ლომიძე და მარიამ სპარსიაშვილი მოიწვია.
შემდეგ, გიორგი ისაკაძემ სცენაზე თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ნიკა ქურდიანს მოუხმო და გამოაცხადა, რომ “ფორბსი” ინტეგრირდება თიბისი სტარტაპერის დაჯილდოებაში და მომავალი წლიდან Forbes Startup-ის ჯილდოს თიბისისთან ერთად გადასცემს.
Forbes Property 2019-ის ნომინაციაში გამარჯვებულად კომპანია Domson’s Engineering & Construction-ი და დასახელდა, ჯილდო კი მის აღმასრულებელ დირექტორს სოსო ბერიძეს გადაეცა.
Forbes Entrepreneur 2019-ის ჯილდოს წარდგენისას, ისაკაძემ განაცხადა, რომ “ბიზნესი არ უნდა იყოს უმადური” და სცენაზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუხმო. ეს ჯილდო 2019 წელს ბიზნესიდან წასულ ამ ორ ადამიანს გადაეცა.
ბოლოს, Forbes Social Impact 2019-ის ჯილდო “ფორბსმა” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს გადასცა.
შეგახსენებთ, რომ Forbes Georgia-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა.
ჟურნალი "ფორბსი" 20-ზე მეტ ენაზე მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა.
Forbes Georgia მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბიზნესჟურნალის, ForbesMedia N.Y.-ის ლიცენზირებული, ყოველთვიური გამოცემაა. ჟურნალს გამოსცემს სს “Media Partners” Forbes Media LLC NY სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე