მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes-მა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცნობილი ადამიანების სია გამოაქვეყნა

5edf35fabe237
ნათია თაქთაქიშვილი
10.06.20 00:10
1993
Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების სია გამოაქვეყნა, მათმა ჯამურმა შემოსავალმა 6.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის შედეგთან შედარებით 200 მილიონით ნაკლებია. გამოცემის მოსაზრებით, კლებაზე ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ იმოქმედა.

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცნობილი ადამიანების სიის სათავეში კაილი ჯენერი და კანიე ვესტია. კაილი ჯენერის შემოსავალმა 590 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო კანიე ვესტის - 170 მილიონი აშშ დოლარი.

ვესტმა შემოსავლების დიდი ნაწილი Adidas-თან თანამშრომლობით მიიღო, ხოლო ჯენერმა 51%-იანი წილის გაყიდვით საკუთარ კოსმეტიკურ კომპანია Coty-ში.

მიუხედავად იმისა, რომ ჯენერი საკუთარი ქონების შესახებ არასწორ ინფორმაციას წლების განმავლობში ასაჯაროებდა, აღნიშნული გარიგებით, რომელიც იანვრის ბოლოს გაფორმდა, კაილი მაინც ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცნობილი ადამიანების სიის სათავეში დატოვა.

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცნობილი ადამიანების ათეული კი ასე გამოიყურება:

1. კაილი ჯენერი - $590 მილიონი
2. ქანიე ვესტი - $170 მილიონი
3. როჯერ ფედერერი - $106.3 მილიონი
4. კრიშიტანო რონალდო - $105 მილიონი
5. ლიონელ მესი - $104 მილიონი
6. ტაილერ პერი - $97 მილიონი
7. ნეიმარი - $95.5 მილიონი
8. ჰოვარდ სტერნი - $90 მილიონი
9. ლებრონ ჯეიმსი - $88.2 მილიონი
10. დუეინ ჯონსონი - $87.5 მილიონი.