მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ლომთაძე $1.8 მილიარდით გამდიდრდა - ქართველი მილიარდერი Forbes-ის სიაში დაწინაურდა

642d4c7b68510
შოთა ტყეშელაშვილი
05.04.23 14:29
9564
ყაზახური ბანკის, Kaspi-ის CEO-ს მიხეილ ლომთაძის ქონება 1.8 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ის 2023 წლისთვის 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ლომთაძის ქონების მატება ლონდონის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ს აქციების მატებას უკავშირდება, რაც გასულ წელს უკრაინის ომიდან გამომდინარე იყო შემცირებული. მიხეილ ლომთაძე ამჟამად მსოფლიოს 774-ე უმდიდრესი ადამიანია.

ლომთაძე ბანკის დამფუძნებელთან, ვიაჩესლავ კიმთან ერთად Kaspi-ს ძირითადი პარტნიორია და მას ბანკის 25% ეკუთვნის. ანალოგიურად, ვიაჩესლავ კიმის ქონებაც Forbes-ის მიერ 3.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ლომთაძე Forbes-ის სიაში 2021 წელს, ლონდონის ბირჟაზე Kaspi-ის IPO-ს შემდეგ მოხვდა.

Forbes-ის შეფასებით, წინა წელთან შედარებით 100 მილიონი დოლარით გაიზარდა ბიძინა ივანიშვილის ქონებაც და ის 4.9 მილიარდს შეადგენს.

2020; 2021 და 2022 წლებში Forbes-ი ივანიშვილის ქონებას 4.8 მილიარდ დოლარად აფასებდა, იქამდე კი 2019 წელს ეს შეფასება 4.9 მილიარდზე იყო. ამ მაჩვენებლით ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს 545-ე უმდიდრესი ადამიანია.

ივანიშვილის ქონებაზე განსხვავებულია Bloomberg-ის შეფასება, რომელიც ყოველთვის ამ მიმართულებით უფრო გულუხვი იყო და ამჟამად ქართველი ოლიგარქის ქონებას 5.95 მილიარდ დოლარად აფასებს.

როგორც Bloomberg-ი, ასევე Forbes-ი მილიარდერთა ქონებების შეფასებებს საკუთარი წყაროებისა და მეთოდოლოგიების მიხედვით ადგენენ. რეალურად რამდენია კონკრეტული მილიარდერის ქონება საჯარო ინფორმაცია არაა და გამოცემების შეფასებები ამ მხრივ მხოლოდ ვარაუდს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები