მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი სამუშაოებისთვის 10-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

63d272e80eb1a
თათია ჩაფიჩაძე
26.01.23 17:27
735
ფოთის მერიის ინფორმაციით, სანაპირო ზოლის ნაპირდაცვით/ნაპირაღდგენით სამუშაოების განხორციელებაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა და სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

როგორც ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ „საქმიან დილასთან“ საუბრისას განაცხადა, ამით ფოთში ნაპირის წარეცხვისა და ზღვის მიერ სანაპირო ზოლის მიტაცების მრავალწლიანი პრობლემა გვარდება.

“ეს არის ათწლეულის პრობლემაა, თუმცა ბოლო წლებში კიდევ უფრო გააქტიურდა იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში პლაჟის ზოლი მთლიანად გაქრა. უკვე შარშან მცირე შტორმებიც მნიშვნელოვან გავლენას აყენებდა იქ არსებულ ინფრასტრუქტურას. 10 მლნ ლარამდე გამოყოფილია, გზების დეპარტამენტს ტენდერი გამოცხადებული აქვს სამუშაოებისთვის, რაც 1.900 კმ-ის ნაპირგამაგრებას ითვალისწინებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. სამუშაოების წარმოების პერიოდი 8 თვეა, შესაბამისად ის წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ჩართულები ვართ ფოთის საზღვაო ნავსადგურთან მოლაპარაკებებში და ისინი იწყებენ ნაპირ გაღრმავების სამუშაოებს ნავსადგურის ტერიტორიაზე და იქიდან ამოტანილი ნატანი უნდა განთავსდეს სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც წელიწადში ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, 700 000 მ3-მდე იქნება. ეს ასევე ნაპირწარმოქმნის სამუშაოებს შეუწყობს ხელს", - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.