ფოთში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. სტიქიის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში BM.GE-ს განუცხადეს, ფოთში მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა და დიდმა ნალექმა რამდენიმე ქუჩა დატბორა, თუმცა ვერ აკონკრეტებენ რამდენი ქუჩაა დატბორილი.
„აღნიშნულ ქუჩებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ფოთის მერიაში მოსახლეობის მხრიდან ზარები არ შემოსულა. ადგილობრივებს საფრთხე არ ემუქრებათ“, - განმარტავენ მერიაში და დასძენენ, რომ ზღვისპირა ქალაქში ამ დროისთვისაც წვიმს.