სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხა 17 828 339 ლარამდე გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მუნიციპალიტეტზე დამატებით 3 992 772 ლარი გამოიყოფა.
მთავრობის 2170-ე განკარგულებით ცვლილება შევიდა 29 მაისის 1137-ე განკარგულებაში. ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და დღეისთვის თანხა 28 მუნიციპალიტეტზე განაწილდება. უფრო კონკრეტულად:
- დედოფლისწყაროს დაფინანსება ₾500 000-მდე იზრდება, ნაცვლად არსებული 147 547 ლარისა;
- დმანისის მუნიციპალიტეტის კი ₾240 541-მდე;
ამ განკარგულებით, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას დამატებით 6 მუნიციპალიტეტი მიიღებს. უფრო კონკრეტულად:
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 555 000 ლარი;
- ონის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 500 000 ლარი;
- ლენტეხის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 500 000 ლარი;
- ცაგერის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 500 460 ლარი;
- თელავის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 1 000 000 ლარი;
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 484 154 ლარი;
























