მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამისთვის რეგიონებისთვის გამოყოფილი თანხა ₾13.8 მილიონამდე გაიზარდა

სტიქია

სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხა 13 835 567 ლარამდე გაიზარდა.

მთავრობის 1893-ე განკარგულებით ცვლილება შევიდა 29 მაისის 1137-ე განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც ამ მიზნით 7 338 207 ლარი იყო გამოყოფილი. შესაბამისად პროგრამისთვის ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარით გაიზარდა.

თავდაპირველად დაფინანსება 13 მუნიციპალიტეტზე ნაწილდებოდა, თუმცა ახალი განკარგულების მიხედვით სიღნაღის დაფინანსება 500 000 ლარამდე გაიზარდა, ნაცვლად არსებული 187 635 ლარისა და ასევე მუნიციპალიტეტების ჩამონათვალს 4 მუნიციპალიტეტი დაემატა. უფრო კონკრეტულად:

  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის 950 000 ლარი გამოიყო;
  • მარტვილისთვის 850 000 ლარი;
  • სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის - 423 000 ლარი;
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის - 600 000 ლარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები