მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 36 მუნიციპალიტეტისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხა ₾55.2 მლნ-მდე გაიზარდა | განკარგულება

სტიქია

მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის დამატებით 3 469 000 ლარი გამოყო. შედეგად თანხის მოცულობა 55 198 650 ლარამდე გაიზარდა.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 2032-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტი 5 მუნიციპალიტეტს გაეზარდა. ამასთან, დამატებით თანხები 2 მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო.

4 სექტემბრით დათარიღებული დოკუმენტით ცვლილება 29 იანვრის 222-ე განკარგულებაში შევიდა. დოკუმენტში აღნიშნული არ არის კონკრეტულად რომელი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება ფინანსური რესურსი. თებერვლის შემდეგ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის თანხა და მუნიციპალიტეტების რაოდენობა 9-ჯერ დაკორექტირდა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, გამოყოფილი 55 198 650 ლარი ჯამში 36 მუნიციპალიტეტზე ნაწილდება

იმ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, რომელთაც დაფინანსება/ბიუჯეტიც გაეზარდათ ასეთია:

  • სამტრედიის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 174 000 ლარით (125 000 ლარიდან 299 000 ლარამდე).
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 210 000 ლარით (2 240 000 ლარიდან 2 450 000 ლარამდე).
  • მარტვილის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 365 000 ლარით (259 000 ლარიდან 624 000 ლარამდე).
  • სენაკის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 1 000 000 ლარით (1 445 000 ლარიდან 2 445 000 ლარამდე).
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტი: გაიზარდა 605 000 ლარით (1 000 000 ლარიდან 1 605 000 ლარამდე

დამატებით ბიუჯეტები კი შემდეგი 2 მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო.

  • ვანის მუნიციპალიტეტი: გამოიყო 965 000 ლარი.
  • დმანისის მუნიციპალიტეტი: გამოიყო 150 000 ლარი.


ოფიციალური განკარგულების მიხედვით, მუნიციპალიტეტების სია და მათთვის გამოყოფილი თანხები სრულად ასეთია:

  1. ბაღდათის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ;
  2. სამტრედიის მუნიციპალიტეტი - ₾299 ათასი;
  3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - ₾7.996 მლნ;
  4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ₾6.850 მლნ;
  5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - ₾4.850 მლნ;
  6. ცაგერის მუნიციპალიტეტი - ₾2 მლნ;
  7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ₾2.416 მლნ;
  8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი - ₾1.303 მლნ;
  9. საჩხერის მუნიციპალიტეტი - ₾2.780 მლნ;
  10. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - ₾1.4 მლნ;
  11. ხაშურის მუნიციპალიტეტი - ₾270 ათასი;
  12. ჭიათურის მუნიციპალიტეტი - ₾572 ათასი;
  13. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - ₾865 ათასი;
  14. ახალციხის მუნიციპალიტეტი - ₾675 ათასი;
  15. ლენტეხის მუნიციპალიტეტი - ₾950 ათასი;
  16. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - ₾515 ათასი;
  17. ყვარლის მუნიციპალიტეტი - ₾2.1 მლნ;
  18. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ;
  19. მესტიის მუნიციპალიტეტი - ₾305 ათასი;
  20. მარტვილის მუნიციპალიტეტი - ₾624 ათასი;
  21. სენაკის მუნიციპალიტეტი - ₾2.445 მლნ;
  22. მცხეთის მუნიციპალიტეტი - ₾1.280 მლნ;
  23. დუშეთის მუნიციპალიტეტი - ₾435 ათასი;
  24. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - ₾1.310 მლნ;
  25. თიანეთის მუნიციპალიტეტი - ₾1.2 მლნ;
  26. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - ₾364 ათასი;
  27. გურჯაანის მუნიციპალიტეტი - ₾300 ათასი;
  28. თელავის მუნიციპალიტეტი - ₾1.165 მლნ;
  29. ბოლნისის მუნიციპალიტეტი - ₾1.605 მლნ;
  30. ადიგენის მუნიციპალიტეტი - ₾500 ათასი;
  31. ბორჯომის მუნიციპალიტეტი - ₾295 ათასი;
  32. თერჯოლის მუნიციპალიტეტი - ₾245 ათასი;
  33. ახმეტის მუნიციპალიტეტი - ₾119 ათასი;
  34. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი - ₾1.2 მლნ;
  35. ვანის მუნიციპალიტეტი - ₾965 ათასი;
  36. დმანისის მუნიციპალიტეტი - ₾150 ათასი;

      გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

      მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები