გასული წლის 7 დეკემბერს ქართველი პოლიტიკოსების და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი რუსეთის დუმის წევრებს, მათ შორის, ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდნენ. მოსკოვში გამართულ ფორუმზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პოტენციალსა და ავიამიმოსვლის აღდგენაზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდა რომან ბოკერიაც, რომელმაც „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენა აუცილებელია. Georgian Airways-ის ყოფილი დირექტორის და ამჟამად მოსკოვის და საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის გენერალური დირექტორის თქმით, მათ ვლადიმერ პუტინს ქართველი ხალხის სახელით, შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნეს.
„7 დეკემბერს რუსეთში შედგა შეხვედრა, სადაც განვიხილეთ და რუსებს ვთხოვეთ, რომ უბრალო ხალხს, ქართველებს ფრენების აღდგენა გვჭირდება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება რუსეთის ხელმძღვანელობას გადაეგზავნა. გუშინ კი გავიგეთ მზადყოფნა [იგულისხმება ლავროვის განცხადება], რომ რეისები აღდგეს“,- განაცხადა რომან ბოკერიამ.
კითხვაზე, რომელი ქართველი ხალხის თხოვნა გაუგზავნეს რუსეთის პრეზიდენტს, მოსკოვის ბიზნეს ბროკერიჯის გენერალური დირექტორი პასუხობს: "რუსეთში მცხოვრები ქართველების".
bm.ge-ს კითხვაზე, კონკრეტულად როდიდან შეიძლება რუსეთ-საქართველოს შორის ავიარეისების აღდგენა ან რამდენად შესაძლებელია ეს, ოკუპანტი ქვეყნისთვის ევროპის მხრიდან დაწესებული სანქციების ფონზე, რომან ბოკერია ამბობს, რომ ყველაფერი საერთაშორისო წესების მიხედვით უნდა მოხდეს. ამასთან, ბოკერია აცხადებს, რომ საქართველო ისეთ სანქციებს არ უნდა შეუერთდეს, რომლებიც ქართველების ინტერესებს დააზარალებს.
„პირდაპირი ავიარეისები ჩვენი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვინ იფრენს და ვინ არა, ეს საერთაშორისო სტანდარტებით უნდა დარეგულირდეს. ზოგადად, ისეთი სანქცია არ გვჭირდება, რომელიც ჩვენს ინტერესებს აზიანებს. ამიტომაც ვუჭერ დღევანდელ ხელისუფლებას მხარს, რომ მისთვის ქართველი ხალხის ინტერესებია წინა პლანზე.
რუსეთ-საქართველოს შორის ავიარეისების აღდგენა, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი ქართველი თანამემამულეებისთვის დახმარებაა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. როგორც ბიზნესმენი ვაფასებ, რომ ჩვენი ეკონომიკის წამატებისთვის, წინსვლისთვის, რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები მნიშვნელოვანია. თავის დროზე ფრენების გაუქმება იყო ჩვენი ეკონომიკის დასჯა. ჩვენმა ეკონომიკამ წააგო. ფრენების აღდგენით, საქართველოს ეკონომიკა ბევრს მოიგებს“,- განაცხადა რომან ბოკერიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი