ფშაველი–აბანო–ომალოს გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ26-კმ42 მონაკვეთზე, ადიდებულმა მდინარემ სავალი ნაწილი ჩახერგა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამავე საავტომობილო გზის კმ12-კმ26 მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილებაა დასაშვები, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.