მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეშეთი-კობის გვირაბის 6.4 კმ უკვე გაჭრილია

647ef7ba17371
შოთა ტყეშელაშვილი
06.06.23 13:26
8608
ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბის 6.4 კილომეტრი უკვე გაჭრილია, - ინფორმაცია აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“9კმ-იანი გვირაბის მშენებლობა სპეციალურად პროექტისთვის დამზადებული მაღალტექნოლოგიური გვირაბგამყვანი დანადგარით TBM-ით ხორციელდება. ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.

TBM-ი, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს გვირაბის ბეტონით მოპირკეთებასაც, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის უსაფრთხოების სტანდარტებს.

ამ დროისათვის გაბურღულია მთავარი გვირაბის 6365 მ, ხოლო საევაკუაციო გვირაბის - 4594 მ,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ქვეშეთი-კობის 9 კმ-ის სიგრძის და 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი გვირაბის კლდოვან ქანებში მშენებლობის სამუშაოები 2021 წლის მაისში დაიწყო. გვირაბის გაყვანა პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი მანქანით - TBM-ით (Tunnel Boring Machine) ხდება.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში აშენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი. მათ შორის, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი, რომლის ბურღვა კლდოვან ქანებში მიმდინარეობს, საქართველოში ყველაზე დიდი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ახალი 23 კმ-იანი გზა მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, ხოლო გზის გავლას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება. გზის დაახლოებით 70%-ს ექნება დამატებითი ზოლი.

როგორც გზების დეპარტამენტი იტყობინება, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზაც. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებულ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც, მათ შორის, ადგილობრივი გზების მშენებლობითა და არსებული ძველი სოფლის გზების განახლებით ახალი სატრანსპორტო ქსელის შექმნას და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.

გვირაბის გაყვანა 900 მილიონი ლარი ჯდება, ხოლო მთლიანად ახალი მაგისტრალის მშენებლობის ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები