მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულადი გზავნილები $169 მილიონამდე გაიზარდა - 20 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა შემოვიდა

620b933c7dc21
შოთა ტყეშელაშვილი
15.02.22 15:45
1110
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის იანვრის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, იანვარში უცხოეთიდან სულ 168.8 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც 12.7%-ით მეტია 2021 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

იანვარში ყველაზე მეტი თანხა - 33.3 მილიონი დოლარი იტალიიდან გადმოირიცხა, რაც 2021 წელთან შედარებით 22%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს 22.4 მილიონით რუსეთი იკავებს, საიდანაც გზავნილები 3%-ით არის შემცირებული. მესამე პოზიციაზეა აშშ საიდანაც გზავნილები 12%-ით, 20 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

გზავნილების მოცულობის მიხედვით, ტოპ 20 ქვეყანა ასე ნაწილდება:

1. იტალია - $33.3 მილიონი, მატება წინა წელთან 22%
2. რუსეთის ფედერაცია - $22.4 მილიონი, კლება წინა წელთან -3%
3. აშშ - $20.3 მილიონი, მატება წინა წელთან 12%
4. საბერძნეთი - $16.9 მილიონი, კლება წინა წელთან -9%
5. ისრაელი - $14.9 მილიონი, მატება წინა წელთან 13%
6. გერმანია - $8.8 მილიონი, მატება წინა წელთან 46%
7. ყაზახეთი - $6.6 მილიონი, მატება წინა წელთან 201%
8. თურქეთი - $6.4 მილიონი, კლება წინა წელთან -11%
9. უკრაინა - $5.5 მილიონი, კლება წინა წელთან -15%
10. აზერბაიჯანი - $4.4 მილიონი, კლება წინა წელთან -17%
11. ესპანეთი - $4.1 მილიონი, მატება წინა წელთან 16%
12. ყირგიზეთი - $2.8 მილიონი, მატება წინა წელთან 310%
13. საფრანგეთი - $2.8 მილიონი, მატება წინა წელთან 17%
14. პოლონეთი - $2.5 მილიონი, მატება წინა წელთან 29%
15. გაერთიანებული სამეფო - $2.1 მილიონი, მატება წინა წელთან 54%
16. ირლანდია - $1.4 მილიონი, მატება წინა წელთან 2%
17. კანადა - $1.3 მილიონი, კლება წინა წელთან -12%
18. ტაჯიკეთი - $1.1 მილიონი, მატება წინა წელთან 59%
19. კვიპროსი - $1.1 მილიონი, მატება წინა წელთან 48%
20. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.0 მილიონი, მატება წინა წელთან 36%

2022 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.3 მლნ აშშ დოლარი (71.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის იანვრის (17.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.3%-ით მეტია.