მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულადმა გზავნილებმა რეკორდულ $1.9 მლრდ-ს მიაღწია - საიდან რიცხავენ ფულს საქართველოში?

6192353c67031
შოთა ტყეშელაშვილი
15.11.21 14:28
6637
საქსტატმა დღეს 2021 წლის ოქტომბრის ფულადი გზავნილების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში გზავნილების სახით $206.7 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25 მილიონით მეტია.

ჯამურად, 2021 წლის 10 თვეში საქართველომ $1.9 მილიარდი დოლარის გზავნილები მიიღო, რაც 2020 წლის შედეგებს 26%-ით აღემატება. ქვეყნებს შორის კვლავ რუსეთის ფედერაცია ლიდერობს, საიდანაც $337 მილიონი გადმოირიცხა, მეორე ადგილზე $316 მილიონით იტალიაა, მესამეზე კი $234 მილიონის გზავნილებით აშშ იმყოფება.

საქართველოს უმსხვილესი დონორი ქვეყნების რეიტინგი:


1. რუსეთის ფედერაცია - $337.3 მილიონი, მატება წინა წელთან 16%
2. იტალია - $315.8 მილიონი, მატება წინა წელთან 31%
3. აშშ - $233.7 მილიონი, მატება წინა წელთან 32%
4. საბერძნეთი - $200.7 მილიონი, მატება წინა წელთან 12%
5. ისრაელი - $152.1 მილიონი, მატება წინა წელთან 19%
6. გერმანია - $90.8 მილიონი, მატება წინა წელთან 56%
7. თურქეთი - $88.1 მილიონი, მატება წინა წელთან 0%
8. უკრაინა - $77.4 მილიონი, მატება წინა წელთან 13%
9. აზერბაიჯანი - $71.2 მილიონი, მატება წინა წელთან 67%
10. ესპანეთი - $45.7 მილიონი, მატება წინა წელთან 17%
11. ყაზახეთი - $39.1 მილიონი, მატება წინა წელთან 169%
12. საფრანგეთი - $30.9 მილიონი, მატება წინა წელთან 38%
13. პოლონეთი - $26.7 მილიონი, მატება წინა წელთან 18%
14. ყირგიზეთი - $19.5 მილიონი, მატება წინა წელთან 270%
15. კანადა - $18.3 მილიონი, მატება წინა წელთან 27%
16. გაერთიანებული სამეფო - $17.3 მილიონი, მატება წინა წელთან 17%
17. ირლანდია - $16.7 მილიონი, მატება წინა წელთან 49%
18. კვიპროსი - $13.3 მილიონი, მატება წინა წელთან 23%
19. სომხეთი - $10.5 მილიონი, მატება წინა წელთან 8%
20. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $9.0 მილიონი, მატება წინა წელთან 20%.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 21-ე ადგილზეა. ქვეყნის ეკონომიკის 13.3%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აგენერირებს. ამ თანხების გარეშე კი ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნის ზომა ბევრად მცირე იქნებოდა.