მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3-თვიანი წყვეტის შემდეგ Zolotaya Korona-მ საქართველოში გზავნილების სისტემა აღადგინა

Zolotaya Korona

ფულადი გზავნილების რუსული სისტემა Zolotaya Korona საქართველოში მომსახურების ეტაპობრივ აღდგენას გეგმავს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ამჟამად სისტემა უკვე ამუშავდა ერთ-ერთ კომერციულ ბანკში, ხოლო უახლოეს პერიოდში მისი სხვა ბანკებში ამოქმედებაც იგეგმება.

BMG-მ საკითხზე კითხვით მიმართა ეროვნულ ბანკს, საიდანაც პასუხს მიღებისთანავე შევთავაზებთ მკითხველს.

Zolotaya Korona-ს საქმიანობის შეწყვეტა რუსული ფინანსური ჯგუფის საკორესპონდენტო შუამავლის - კომპანია ნოვოსიბირსკის "საგადასახადო ცენტრის" ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის შემადგენლობაში შეყვანას უკავშირდებოდა. აღნიშნულის გამო, 2026 წლის 24 ივლისიდან სისტემამ მთელ რიგ ქვეყნებში ოპერირება შეწყვიტა. თავის მხრივ, სრულად Zolotaya Korona და KoronaPay სანქციების სიაში არაა, შესაბამისად, სავარაუდოდ, ამჟამად გზავნილები სხვა საშუამავლო კორესპონდენტის მეშვეობით ხორციელდება.

ფულადი გზავნილების სისტემის მიერ ოპერირების შეწყვეტას საქართველოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ვარდნა მოჰყვა. თუკი იქამდე რუსეთიდან ყოველთვიურად დაახლოებით 45-51 მილიონი დოლარი შემოდიოდა ფულადი გზავნილების არხებით, 2026 წლის აგვისტოში ეს თანხა 5 მილიონ დოლარს შეადგენდა, სექტემბერში კი 8 მილიონ დოლარს (ოქტომბრის სტატისტიკა ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები