2026 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 10%-ით დოლარამდე შემცირდა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.77 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10%-ით (32 მლნ დოლარით) ნაკლებია.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთიდან გზავნილების აგვისტოში დაწყებული კლების ტენდენცია სექტემბერში გაგრძელდა. ჯამში რუსეთის ფედერაციიდან 7.86 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 80%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსეთიდან გზავნილების ასეთი ვარდნის მიზეზი Zolotaia Korona-ს სანქცირებაა.
23 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი გამოაცხადა. სანქციების ქვეშ მოხვდა Zolotaia Korona-ს ოპერატორი, ნოვოსიბირსკის „საგადახდო ცენტრი“ ასევე „ციფრა ბანკი“.
2026 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებიდან იყო.
Top-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
-
აშშ - 63.39 მლნ დოლარი (ზრდა: 6%)
-
იტალია - 53.97 მლნ დოლარი (კლება: -0.2%)
-
გერმანია - 30.64 მლნ დოლარი (ზრდა: 2.8%)
-
საბერძნეთი - 27.57 მლნ დოლარი (ზრდა: 6.%)
-
ისრაელი - 26.3 მლნ დოლარი (ზრდა: 13%)
-
თურქეთი - 11.34 მლნ დოლარი (ზრდა: 10%)
-
რუსეთის ფედერაცია - 7.86 მლნ დოლარი (კლება: -80%)
-
ესპანეთი - 7.37 მლნ დოლარი (კლება: -4.04%)
-
გაერთიანებული სამეფო - 6.53 მლნ დოლარი (ზრდა: 10%)
-
საფრანგეთი - 5.88 მლნ დოლარი (კლება: -3.60%)
2026 8 თვის მონაცემებით, Zolotaia Korona-ს სისტემით საქართველოში ჯამში 376 მილიონი ლარი გადმოირიცხა, გასულ წელს ამ პერიოდში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 475 მილიონ დოლარამდე იყო.
TBC Capital-ის შეფასებით, რთულია ზუსტად პროგნოზირება იმის თუ როდის დაუბრუნდება რუსეთიდან ფულადი გზავნილები Zolotaya Korona-ს სანქცირებამდე არსებულ ნიშნულს.
























