მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან ფულადი გზავნილები რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა, ბოლო ორ თვეში კლება 80%-ს აჭარბებს

მოსკოვი

2026 წლის 9 თვეში რუსეთიდან ფულადი გზავნილები წლიურად ჯამში 11%-ით 304.7 მლნ დოლარამდე შემცირდა. განსაკუთრებით კლება ფიქსირდება აგვისტო-სექტემბერში, როცა რუსეთიდან ფულადი გზავნილები 88 და 80%-ით შემცირდა, ამის მიზეზი Zolotaia Korona, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა იყო რუსეთიდან ფულის გადარიცხვისას. თუმცა მიმდინარე წლის ივლისში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი გამოაცხადა. სანქციების ქვეშ მოხვდა Zolotaia Korona-ს ოპერატორი, ნოვოსიბირსკის „საგადახდო ცენტრი“ ასევე „ციფრა ბანკი“.

2026 წლის აგვისტო-სექტემბერის პერიოდში რუსეთიდან 5 და 7.8 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც თვიურ ჭრილში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია, 9 თვის მონაცემებით კი ამაზე ცოტა გზავნილი რუსეთიდან მხოლოდ პანდემიის პერიოდში 2020-2021 წლებში დაფიქსირდა.

რუსეთიდან კლებამ ფულადი გზავნილები სექტემბერში ჯამში 10%-ით 285.7 მლნ დოლარამდე შეამცირა. 7.8 მლნ დოლარით რუსეთის ფედერაცია ფულად გზავნილების ლიდერ ქვეყნებში მე-7 ადგილს იკავებს, მაშინ როცა გასულ წლებში პირველ ადგილზე იყო. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან გადმორიცხვები 2023 წლიდან დაიწყო და 2025 წლისთვის 69%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები