მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფხაკაძე: "როდესაც პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ რეგულაციების შესახებ, ეს ვნებს ეკონომიკასაც და ბიზნესსაც"

5f20371ac7c52
BM.GE
28.07.20 21:20
1693
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ საინვესტიციო გარემოს პროგნოზირებადობისთვის აუცილებელია სახელმწიფომ სხვადასხვა სექტორული რეგულაციები ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციის შედეგად მიიღოს. ფხაკაძის თქმით, არის შემთხვევებიც, როდესაც რეგულაციების შემოღების სურვილი თავად ბიზნეს სექტორიდან მომდინარეობს, რადგანაც ის კონკრეტული ბაზრის განვითარებას უწყობდეს ხელს, რა მიმართულებითაც პარტნიორობა ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია.

“როდესაც ჩვენ პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ, რომ უკვე ახალი რეგულაცია შემოდის და როდესაც უკვე ჩარევის საშუალებაც კი აღარ გვაქვს, ეს ბუნებრივია ვნებს საქართველოს ბიზნესსაც და ეკონომიკასაც.

შეიძლება რაღაც რეგულაცია სახელმწიფომ დაგეგმოს ობიექტური მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ ძალიან ცუდია თუ ისეთ რეგულაციას დაგეგმავს, რომელიც არ იქნება ბიზნესთან შეთანხმებული...

ზოგჯერ თავად ბიზნესი ითხოვს რეგულაციებს, რამეთუ ეს პირიქით შეიძლება ხელს უწყობდეს ბიზნესის განვითარებას. ამგვარი პრეცედენტებიც ხდება და ამის მაგალითი იყო ბოლო თვეებში რამდენიმე შემთხვევა, პირიქით მოვითხოვეთ რომ გამკაცრდეს ამა თუ იმ სფეროში რეგულაციები,”- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.