მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაბუნია ადასტურებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დროებით დაიხურება

641b04df8824c
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.23 17:46
1475
ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც კლინიკა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაიხურება და პაციენტებს აღარ მოემსახურება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რეაბილიტაციის პერიოდში ექიმების სამუშაო ადგილები და მათი ხელფასები დაცული იქნება.

ამასთან, გაბუნია აცხადებს, რომ კლინიკის განვითარების კონცეფციას სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარადგენს.

“პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რაც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კონსტრუქციულ სამუშაოებსა და აღჭურვას. ამ ხნის განმავლობაში სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები, როგორც ანაზღაურების, ასევე დასაქმების კუთხით. ამდენად, ჯანდაცვის სამინისტრო ცოტა ხანში გააკეთებს დეტალურ პრეზენტაციას, კონცეფციისას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის და ვფიქრობ, რომ ამოიწურება ყველა შეკითხვა, რაც საზოგადოებაში ისმის.

კომერციალიზაცია რესპუბლიკური საავადმყოფოსი არის სრულიად გამორიცხული. ეს არის მთავარი საყრდენი და განვითარება მიმდინარეობს სწორედ ამ მიმართულებით. საავადმყოფოს ლოკაცია შენარჩუნდება. ეს არის ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი.

შიდა პროცესები მიმდინარეობს. ამას დასჭირდება დამატებითი განმარტება გარდამავალი მექანიზმებისა და მე ვფიქრობ რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი ამასთან დაკავშირებით პერსონალს პასუხს გასცემს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უფლებები როგორც ანაზღაურების კუთხით, ასევე დასაქმების კუთხით არის განხილვის საგანი და ამის შესახებ ინფორმაცია იქნება წარდგენილი”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ: ექიმების ჯგუფმა გაავრცელა განცხადება, რომ იგეგმება საავადმყოფოს დახურვა, შედეგად კი 1000 თანამშრომელი სამსახურის გარეშე რჩება.