15.ივლისი .2020 13:43

“გადავარჩინოთ ტურიზმი” - აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

views 400
უკან

აქციის - “გადავარჩინოთ ტურიზმი” მონაწილეები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.

ამის შესახებ bm.ge-ის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსანდრე გიორგიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრიას სურს, პრემიერს თავად მოუყვეს, რატომაა მათთვის მნიშვნელოვანი საზღვრების გახსნა და ავიამიმოსვლის აღდგენა.

აქცია ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს შორის არიან გიდები, მიმტანები, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და ა.შ.