მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაწყვეტილება მიღებულია: პრეზიდენტი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 14 მარტს წარუდგენს

62285ac588336
ინგა მურუსიძე
09.03.22 11:52
701
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 14 მარტს წარსდგება.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკითხზე გავლილია კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და შეთანხმებაც მიღწეულია. პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიმართება და დღის წესრიგის ერთადერთ საკითხს სწორედ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა წარმოადგენს.

მისივე განმარტებით, რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტთან კითხვების დასმის საშუალება არ იქნება, თუმცა ფრაქციების თავმჯდომარეებს სიტყვით გამოსვლის საშუალება ექნებათ. 

ხმათა უმრავლესობით, დეპუტატებმა გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტში მისვლას 5 მარტს გეგმავდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ამაზე უარი განაცხადა.