22.დეკემბერი .2020 11:51

"სილქნეტი": მობილურ ინტერნეტზე მოთხოვნა, დაახლოებით, 200%-მდე გაიზარდა

"სილქნეტი": მობილურ ინტერნეტზე მოთხოვნა, დაახლოებით, 200%-მდე გაიზარდა
views 647
უკან

“პანდემიამ დაგვანახა, რომ მობილური ინტერნეტი ყველა ჩვენგანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისია. ამასობაში, ინტერნეტზე მოთხოვნა, დაახლოებით, 200%-მდე გაიზარდა და სატელეკომუნიკაციო სექტორმა ამ დიდ დატვირთვას წარმატებით გაუძლო", - ამის შესახებ “სილქნეტის” კომერციულმა დირექტორმა ბაჩო ჩინჩალაძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.

ჩინჩალაძის განმარტებით, დღეს გიგაბიტ LTE ტექნოლოგია მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგილია.

"გიგაბიტ LTE ტექნოლოგია პირველებმა ჩვენ შემოვიტანეთ და ერთადერთი კომპანია ვართ, რომელსაც ქვეყანაში ეს ტექნოლოგია აქვს დანერგილი. აბონენტების 70%-ზე მეტს უკვე აქვს ის მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც ამ ტექნოლოგიით სარგებლობა შეუძლია. აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, ქართლი, ქვემო ქართლი და კახეთი, ასევე, ყველა დიდ ქალაქში გიგაბიტ LTE ქსელი გავუშვით, ხოლო თბილისი, პრაქტიკულად, მთლიანად დავფარეთ.

გიგაბიტ LTE-ს ტექნოლოგია 4G-ს სიჩქარეს 7-ჯერ აღემატება, რაც მომხმარებელს სასურველი სერვისის მიღებაში გაცილებით მეტ სისწრაფეს სთავაზობს.

გიგაბიტ LTE-ს 4G-ზე 7-ჯერ მეტი ტევადობა გააჩნია ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ გიგაბიტ LTE-ს შეუძლია, დაახლოებით, 700 აბონენტს ისე მოემსახუროს, რომ მომსახურების ხარისხი არ გაფუჭდეს”, - აღნიშნა ჩინჩალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა