მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას 5G ინტერნეტით ისარგებლებენ

სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას 5G ინტერნეტით ისარგებლებენ
01.04.24 14:02
167

დღეიდან ევროპასა და აზიაში მოგზაურობისას, სილქნეტის მომხმარებლები საერთაშორისო როუმინგულ ქსელში 5G ინტერნეტ მომსახურებით ისარგებლებენ.

როგორც განვითარებაზე და ინოვაციებზე ორიენტირებული სატელეკომუნიკაციო კომპანია, სილქნეტი კერძო და იურიდიულ პირებს მრავალფეროვანი სერვისით ემსახურება და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს აწვდის. კომპანიამ პირველმა შესთავაზა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარს 5G ინტერნეტ მომსახურება და ასევე პირველი უზრუნველყოფს მეხუთე თაობის ინტერნეტ კავშირის ხელმისაწვდომობას 30-მდე ქვეყანაში.

როუმინგში ჩართვა უფასოა. მომხმარებელი გამგზავრებამდე ირთავს სერვისს კოდით *117#.

ნახეთ დეტალურად იმ ქვეყნების სრული ჩამონათვალი , სადაც 5G ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი სილქნეტის მომხმარებლებისთვის.

გაცდი საზღვრებს სილქნეტის 5G როუმინგით!