მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galleria Tbilisi: ტურისტები, ჯერჯერობით, არ არიან - ნაკადები შემცირებულია

5eed1235707b5
ელენე გოგბერაშვილი
20.06.20 12:00
1092
სავაჭრო ცენტრ Galleria Tbilisi-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, ეკონომიკის არსებული ფორმით ამოქმედების მიუხედავად, მათი დატვირთვა იმ მასშტაბის მაინც არ არის, როგორიც ეს პანდემიამდე იყო. ნიკოლოზ ცინცაძე bm.ge-ისთან განმარტავს, რომ სავაჭრო ცენტრის გაყიდვების 40% უცხოელ ტურისტებზე მოდიოდა, შესაბამისად, იმ პირობებში, როცა ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებისთვის გახსნილი არ არის, სავაჭრო ცენტრის ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია.

„ლოკაციიდან გამომდინარე, ტურისტების ნაკადი იყო საკმაოდ დიდი. ამდენად, რადგან ტურისტები ქვეყანაში სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ არიან, ნაკადები შემცირებულია, მაგრამ მაღაზიები მაინც კმაყოფილები არიან, უკვე ამუშავდნენ. რა თქმა უნდა, ის რეალიზაცია არ აქვთ, რაც ჰქონდათ პანდემიამდე, მაგრამ ნელ-ნელა ტენდენცია არის დადებითი.

ველოდებით ტურისტების შემოსვლის შემდეგ აქტივობის გაზრდას. რაც შეეხება ტურისტების წილობრივ მონაწილეობას ჩვენს რეალიზაციაში, ეს დამოკიდებული იყო სეზონურობაზე. რა თქმა უნდა, ზაფხულის პერიოდში უფრო მეტი იყო მათი წილი, სხვა თვეებში ნაკლები. საორინეტაციოდ მერყეობდა 30%-40%-მდე“, - აცხადებს ცინცაძე.

შეგახსენებთ, ეკონომიკის გახსნის მეოთხე ეტაპზე, სავაჭრო ცენტრებმა დადგენილი პროტოკოლის დაცვით საქმიანობა 1 ივნისიდან განაახლეს.