მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart რეფინანსირების განაკვეთის ზრდას პროგნოზირებს

622e338833bc0
სალომე მეცხვარიშვილი
13.03.22 22:08
1976
Galt&Taggart რეფინანსირების განაკვეთის ზრდას პროგნოზირებს – ამის შესახებ განცხადება საინვესტიციო ბანკის Galt&Taggart-ის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ გადაცემა Forbes კვირაში სტუმრობისას გააკეთა.

მისი თქმით, მარტის ბოლოს დაგეგმილ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 1–1.5% პუნქტით მოხდება განაკვეთის აწევა, შედეგად რეფინანსირების განაკვეთი 11.5%–12%–ს მიაღწევს. ოთარ შარიქაძე ფიქრობს, რომ მსგავს გადაწყვეტილებას ერონული ბანკი გლობალურ ბაზრებზე ნავთობისა და ხორბლის გაძვირების გამო მიიღებს.

“ჩვენ გვგონია, რომ ეს შენარჩუნდება წლის განმავლობაში. მაგრამ მაინც იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკა ადაპტირდება, გაცილებით ნაკლები იქნება ის შოკი, რაც გავიარეთ კოვიდის დროს. მგონია, რომ წლის ბოლოს სებ–ი დაიწყებს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას”,– აცხადებს Galt&Taggart–ის მმართველი დირექტორი.