"კარგი სიგნალია ბაზრისთვის, ეს საინვესტიციო აქტივობაზე აისახება", - ასე აფასებს Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაზე ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით შემცირებას. მისი გაცხადებით, განაკვეთის შემცირება იმას ნიშნავს, რომ სებ-ი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას გააგრძელებს.
"მიმდინარე წლისთვის ჩვენი პროგმნოზი იყო, რომ რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე შემცირდებოდა. დღეს 0.5%-ით შემცირება იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას აგრძელებს. კარგი სიგნალია ბაზრისთვის. ეს საინვესტიციო აქტივობაზე აისახება", - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
ლაშა ქავთარაძე ინფლაციურ რისკებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე იმ დონის რისკები არ ვლინდება, რომლებსაც ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.
"ასრებოსბ გეოპოლიტიკური რისკები . ამ რისკებზე სავალუტო ფონდის ანგარიშშიცაა საუბარი. რისკების რეალიზების შემტხვევაში, შესაძლებელია, მონეტარული პოლიტიკა შეიცვალოს. ჯერჯერობით არ ვლინდება იმ ზომის რისკი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ქვეყნების ინფლაციაზე", - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-დან 9%-მდე შეამცირა.