მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გამკაცრებულმა რეგულაციებმა სანავთობო ინდუსტრიაში არსებული პრობლემების მასშტაბი დაგვანახა“ - BAG

5f476e7d6b5d5
BM.GE
27.08.20 12:26
998
განხორციელებული ცვლილებებისა და გამკაცრებული რეგულაციების შედეგად სანავთობო ინდუსტრიაში პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა. კერძოდ, როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობისა და გაზის კომიტეტში აცხადებენ, 2020 წლის შვიდი თვის მონაცემების თანახმად, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%-თ გაიზარდა დიზელის საწვავის იმპორტი, რაც ცალსახად მიუთითებს ადმინისტრირების კუთხით გატარებული ღონისძიებების ეფექტურობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ იმპორტის ზრდა ფიქსირდება პანდემიის გამო ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი პრობლემების ფონზე, როდესაც საგრძნობლადაა შენელებული ბიზნეს ოპერატორების აქტივობა. აღსანიშნავია, რომ ბენზინის იმპორტის კუთხით, ანალოგიურ პერიოდში, შარშანდელთან შედარებით 1,4%-იანი კლებაა, რისი მიზეზიც სწორედ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიაა. დიზელის იმპორტის ზრდა კი, პირდაპირ მიუთითებს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პრობლემების მასშტაბზე, რომელიც არსებობდა ინდუსტრიაში და 2018-2019 წლებში გამოვლინდა დღგ-სთან დაკავშირებული მანიპულაციებისა თუ აღურიცხავი საწვავის სახით.

„საკანონმდებლო ცვლილებებით, ნორმატიული აქტების გამოცემითა და ეფექტური ადმინისტრირებით მიღწეული შედეგები პირდაპირ კავშირშია კეთილსინდისიერი ბიზნესის განვითარებასთან, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებასთან და, რაც მთავარია, გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებთან“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე.
NS