მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა "წერტილოვანი შეზღუდვების" გაფართოებაზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს

5fbcce94141e3
ვიქტორია მღებრიშვილი
24.11.20 13:12
1304
საქართველოს ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობას სისტემური "ლოქდაუნის" და შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება დღეისთვის არ მიუღია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების დაწესება უნდა მოხდეს მასშტაბური კონსულტაციების გზით, რასაც დღეს მთავრობა ახორციელებს.

„დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული. სამწუხაროდ, როგორც მედია საშუალებებში, ასევე, მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია თითქოს გუშინ და დღეს მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური "ლოქდაუნების" შესახებ; ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიგვიღია.

გარდა ამისა, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული ფართო კონსულტაციების გზით, რასაც ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.