მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა 49%-სთვის მისაღებია მთავრობის გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს - NDI

62615340094a0
BM.GE
21.04.22 16:44
1114
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მოსახლეობაში გამყარდა მოსაზრება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან დაახლოებით. 

კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს ჰკითხეს შეაფასონ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელმაც უკრაინაში ომის საწყის ეტაპზევე განაცხადა, რომ არ დაუწესებს რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი - 49% - ამ პოლიტიკას მხარს უჭერს. 


აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ჩატარდა 2,024 დასრულებული ინტერვიუ.